დისტანციური ხელშეკრულება და სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულება
მომხმარებლის მიერ საქონლის შეძენა შეიძლება განხორციელდეს დისტანციურად ი/მ ვლადიმირ რზიანკინის (შემდგომში „კომპანია”) ვებ-გვერდის https://chcookware.artestore.site მეშვეობით ან სარეწის გარეთ.
პროცესის განხორციელებისათვის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს მომხმარებლის რეგისტრაცია ელ. ფოსტის საშუალებით, სადაც იგი გაეცნობა კომპანიის ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და არსებით პირობებს, აგრეთვე წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკას და შესაბამისი ველის მონიშვნით გამოხატავს ნებას, რომ იგი გაეცნო და თანახმაა, რომ კომპანიასა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულება გაფორმდეს დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით.
1.1. დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება
საქართველოს კანონმდებლობისა და ამ პოლიტიკით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება:
ა) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
ბ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
გ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
1.2. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა კომპანიის მიერ შეთავაზებული სტანდარტული (ფოსტით) მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია. აგრეთვე პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ მისი გაგზავნა ფოსტის მეშვეობით შეუძლებელია.
მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში გაუგზავნოს შევსებული ფორმა (დანართი 1) ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.
მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, თუ მან ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება კომპანიას აღნიშნული ვადის ამოწურვამდე გაუგზავნა. იმის მტკიცების ტვირთი, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ამ მუხლის შესაბამისად განხორციელდა, მომხმარებელს ეკისრება.
1.3. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.
1.3.1 ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია:
ა) მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. კომპანია ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან კომპანიის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;
ბ) თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
2. ონლაინ შეძენილი პროდუქციის შეცვლის ზოგადი პირობები
2.1. საწყის ფასში გაყიდული პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია პროდუქციის მომხმარებლისთვის ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
2.2. შეძენილი პროდუქციის შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერი ბრენდის პროდუქციაში – მომხმარებლისთვის არასასურველი ნივთის იმავე ღირებულების ნივთში გადაცვლით, ან თანხის დამატების შემთხვევაში უფრო ძვირადღირებული პროდუქციით.
2.3. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის ჩაბარების შემდგომ შეამოწმოს პროდუქციის მდგომარეობა და 2.1. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გამოხატოს ნება ნივთის დაბრუნების თაობაზე ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის ან/და მაღაზიაში გამოცხადების მეშვეობით.
2.4. მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე წინასწარ, 2.1. პუნქტში მითითებულ ვადაში, გადაამოწმოს შესაძლებელი იქნება თუ არა ნივთის გადაცვლა. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი იქნება ნივთის შეცვლა/გადაცვლა, მაშინ ამოქმედდება პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებული წესები
3. კანონისმიერი გარანტია
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებებია:
1) თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
2) საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
3) საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
4) საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
5) მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის;
6) მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7) მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
8) იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა;
მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს ზემოთმოცემული უფლებებით თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი:
თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება;
გამყიდველი ვალდებულია შეაკეთოს ან შეცვალოს დაზიანებული ტექნიკა იმ შემთხვევაში, თუ შესაკეთებელი დეტალი ან ნივთი ადგილზეა სერვის-ცენტრში ნივთის მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ საჭიროა ნივთის/შესაკეთებელი დეტალის უცხოეთიდან გამოწერა, სერვის-ცენტრში ნივთის მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის განმავლობაში (არ შედის შაბათ-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები).
ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ სრული კომპლექტაციით, აუცილებელია ყუთის და აქსესაურების შენახვა.
კანონისმიერი გარანტია არ ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირებზე.
დანართი #1
გასაგზავნი ფორმა
ი/მ ვლადიმირ რზიანკინი
მის:საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, ვაზისუბნის დას., დ. კვაჭანტირაძის ქ., N22, ბ. 162
საიდენტიფიკაციო ნომერი: 306278578
ელ. ფოსტა:
ტელ./ფაქსი
შეკვეთის თარიღი:
შეკვეთის მიღების თარიღი:
მომხმარებლის სახელი:
მომხმარებლის მისამართი:
მომხმარებლის ხელმოწერა:
ფორმის შევსების თარიღი:
შენიშვნა:
ვლადიმირ რზიანკი